საქართველო უსაფრთხოებით 118 ქვეყანას შორის მე-3 ადგილზეა

bprkiliკრიმინალური ინდექსის 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, 118 ქვეყნიდან, საქართველო მე-3 ადგილზეა.(აქვე შეგახსენებთ რომ, მსგავსი კვლევა გასულ წელსაც ჩატარდა სადაც საქართველო მეექვესე ადგილს იკავებდა) .

საქართველოს უსაფრთხოების მაჩვენებლის თვალსაზრისით მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებს.

კრიმინალურმა ინდექსმა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 19,26% შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების მაჩვენებელმა – 80,74%.

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უკრაინა 43-ე ადგილზეა, თურქეთი 75-ეზე, რუსეთი 50-ეზე, აზერბაიჯანი 95-ეზე, ხოლო სომხეთი 99-ეზე.’

ამ კვლევის მიხედვით, გამოვლინდა 5 ყველაზე სახიფათო ქვეყანა – ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკაა.

აღნიშნული რეიტინგი, კვლევით მონაცემთა ბაზაზე (NUMBEO) დაყრდნობით მომზადდა.

 

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები იტალიაში

italy-quake24 აგვისტოს, იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ორი დღის შემდეგ, ისევ განმეორდა და ორმაგად დაანგრია, გაანადგურა ქვეყანა.

სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

606719-italy-earthquake

 

მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს. ამატრიჩეს მერის განცხადებით, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს,

 

დაღუპულთა რიცხვი კი ძალზედ გაიზარდა, დღეის მონაცემებით, 290 ადამიანია დაღუპული.

ასევე გაზრდილია ცენტრალურ მთიან რაიონში ჩარჩნენილ დაღუპილთა  რიცხვი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა დაათვალიერეს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ადგილები,მოინახულეს დაღუპულთა დაზარალებულთა ოჯახები და სამძიმარი გამოუცხადეს მათ.

ეპისკოპოსი ჯიოვანე დერკოლე დაზარელებულებს მოუწოდებს, რომ არ დაკარგონ გამბედაობა და სიმამაცე.

ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და ყველა სახელმწიფო შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.იტალიელი მაღალჩინოსნები აცხადებენ რომ ქვეყანას დაღუპულები არ დაავიწყდება.italy flag

თარგმნილი და მომზადებულია ლევან სამადაშვილის მიერ.

წყარო-BBC.com

 

თბილისში ახალი ტაქსების გამოჩენას საზოგადოება უარყოფითად შეხვდა

taxiთბილისში რუსული  კომპანია  „Yandex Taxi“(იანდექს-ტაქსი)  გამოჩნდა.  როგორც „იანდექს ტაქსის” ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი იტყობინება მათ ასევე სპეციალური შეთავაზებები, აქციები აქვთ.

ამ ტაქსების თბილისში გამოჩენას, დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან პოსტების და კომენტარების სახით, სოციალურ ქსელში .პოსტები და კომენტარები ერთი შინაარსისაა და მოუწოდებს იმას, რომ არ ჩასხდნენ ადამიანები ამ “რუსული ფირმის  ტაქსებში”.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

“არ გაამდიდრო პუტინი!
არ ჩადო ტრაკი იანდექსის ტაქსში!                                                                                                             ჯერ მის რუკებზე ნახეთ საქართველოს საზღვრები!”

“არც 1 თეთრი ოკუპანტს! ძირს Yandex-ი !!! სოლიდარობა !”

“yandex-ის რუკაზე აფხაზეთი და ოსეთი საქართველილოს ტერიტორიად არ მოიხსენიება!!! არ ჩაჯდეთ ამ ნაგვების ტაქსში!!!”

#არარუსეთს არ ჩაჯდეთ ამ ტაქსში”

“ტაქსი გვაკლდა მტრების და ისიც გამოჩნდა ; ) !!! გაეთრიეთ!!!!”

“ჯიბეში გვიდებენ ნელ-ნელა”

“ის მაიმუნივირიშვილის სახელით დარჩება თბილისის ისტორიაში”

e8da92b47bb9ec73bb2f2f330ffde5a4მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი ირაკლი კუპრაძე, დავით ნარმანიას ქმედებას და ბოდიშს სოციალურ ქსელში შეეხმიანა:

„ნარმანიამ ბოდიში მოიხადა.ისიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისი ამომრჩევლის წინაშე და არა იმ ადამიანთან ვისაც უზრდელურად მოექცა. ესეც მიუთითებს ქმედების გააზრების ხარისხზე. არათუ გააზრება, არამედ უბრალოდ პრაგმატული ნაბიჯია, არჩევნები მომდგარა კარს და განაყწენებული ამომრჩეველი მას თავის პოზიციებს დააკარგვინებს. გუშინდელი ინციდენტის შემდეგვე ვთქვი, რომ მე არ ვითხოვდი ნარმანიასგან ბოდიშის მოხდას, იმიტომ რომ არც მის პიროვნებას, არც მის სიტყვებს და არც მის თანამდებობრივ მდგომარეობას ლეგიტიმაციას არ მივანიჭებდი ამით. ის ცარიელი ადგილია, რომელიც. შესაბამისად ამ მხრივ საპატიებელიც არაფერი მაქვს. ის კი დარწმუნებით ვიცი, რომ ნარმანაიას # არასდროს ვაპატიებ, ჩემს ბრძოლაში გახარჯულ დროს, რომლის გამოყენებაც ბევრად უფრო პროდუქტიულად შემიძლია, ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან და საინტერესო საქმეებში, ვიდრე მსგავს არსებებთან კამათია. # არ ვაპატიებ, თბილისის მწვანე საფარის გაჩეხვას და ჩვენთვის სასიცოცხლო სივრცის შევიწროვებას. # არ ვაპატიებ, ძველ თბილისში განადგურებულ კულტურულ მემკვიდრეობას და იმ სახის წართმევას, რაც რეალურად ქმნის თბილისის ავთენტურობას და უნიკალურობას. # არ ვაპატიებ, ურბანულ კატასტროფას და უბრალოდ იმას, რომ უპასუხსიმგებლო და თვითდაჯერებული ხელმძღანელია, რომელსაც არ უნდა რეალური ცვლილებები და ყველა ტიპის კრიტიკოსში მტერს ხედავს. სკამიანად გამოვიტანთ“,-წერს კუპრაძე.

იხილეთ პოსტი:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიის ოცეული დაასახელა

 
logo_profileრამდენიმე წუთის წინ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პარტიული საარჩევნო სიის ოცეული პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.
როგორც მან აღნიშნა, სიის პირველი ნომერი თავად იქნება. 2. სანდრა რულოვსი; 3. ელენე ხოშტარია; 4. რომან გოცირიძე; 5. ნიკა მელია; 6. გიორგი ტუღუში; 7. ოთო კახიძე; 8. სალომე სამადაშვილი; 9. ირაკლი აბესაძე; 10. სერგი კაპანაძე; 11. სერგო რატიანი; 12. გიორგი კანდელაკი; 13. ლელა ქებურია; 14. აკაკი ბობოხიძე; 15. გიგა ბოკერია; 16. თენგიზ გუნავა; 17. ირმა ნადირაშვილი; 18. მამუკა ჩიქოვანი; 19. თინათინ ბოკუჩავა; 20. გიორგი თევდორაძე.
dds-1სანდრა რულოვსმა-პარტიის სიის მეორე ნომერმა და ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ამ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა:
„პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით შევდივარ ამ ბროლაში, ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც სიის მეორე ნომერი და როგორც ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი. მზად ვარ ამ ბრძოლისთვის. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში და ასეთ გაძლიერებულ, განახლებულ გუნდს, როგორიც ჩვენ გვყავს, ნამდვილად სჭირდება და ეკუთვნის მთელი ხალხის მხარდაჭერა. მე ქართველი ხალხის ძლიერი გონებრივი შესაძლებლობების მჯერა და მჯერა, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ, რათა საქართველო წინ წავიდეს. მე დღეს პირველად შემოვედი ამ პარტიის ოფისში და ვითხოვე გიდობა, იმიტომ რომ არ ვიცოდი, სად, რა, როგორ არის ორგანიზებული“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

იხილეთ ვიდეო:

სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გაზმომარეგბა შეუწყდება რამდენიმე ქალაქს და სოფელს

27.pngკომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარებასთან, კერძოდ საგურამო-ქუთაისის მაგ.გაზსადენზე ახლად აშენებული მონაკვეთის შეჭრასთან დაკავშირებით (ტელეფონოგრამა №268 ), მიმდინარე წლის 25 აგვისტოს 05:00 საათიდან, ქ.გორს (ორთაშენის გგს-იდან), ვარიანს, რუისს, ქარელი-სასირეთს, ბრეთს, დვანი-ტახტისძირს, დირბი-ძლევიჯვარს, კეხიჯვარს, ავლევსა და ღოღეთი-თამარაშენს გაზმომარაგება შეუწყდება.

ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ 27 აგვისტოს დღის ბოლომდე.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმს 1-ლი იანვრიდან დაუწესებს

euflag

“ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმს 1-ლი იანვრიდან დაუწესებს” – ამის შესახებ  გამოაქვეყნა განცხადება “ტვიტერზე”, ჟურნალისტმა და რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვაკმა .

იხილეთ განცხადება ვრცლად:

“ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან, უვიზო რეჟიმს კი – 2017 წლის 1 იანვრიდან”.-განაცხადა იოზვაკმა .

 

წვევამდელთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

14051687_1217091971668555_5545875740739334082_nსახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, 2016 წლის 16 აგვისტოდან, საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა განაცხადების მიღება და კანდიდატთა შერჩევა დაიწყო.

განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-დან 27 წლამდე ასაკის წვევამდელს, რომლის მინიმალური სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • > მიწერის მოწმობა (რაიონული სამხედრო განყოფილებიდან)
  • > საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • > სხვა საბუთები განაცხადის წარდგენის შემდეგ

საბუთების მიღება წარმოებს როგორც ელ.ფოსტით – contact@ssps.gov.ge , ასევე მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 28 44 22 / 2 92 16 31 + შიდა (44 22).

2016 წლის საშემოდგომო გაწვევით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა საორიენტაციო რიცხოვნობა განისაზღვრა 270 ერთეულით.

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება

14068060_1263486430351143_241052815815703621_n.pngსაქართველოში გზის ახალი მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები დაიწყო. გზის საფუძვლის ინოვაციური  მეთოდით მოწყობის სამუშაოები პირველად ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მიმდინარეობს. ექსპრიმენტული მეთოდით გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერეს.

ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარი ჯდება, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით. აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. მეთოდი უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც.  გარდა იმისა, რომ ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია.

გზის ექსპერიმენტული მეთოდით მოწყობის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აგეტე“, უსასყიდლოდ ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩატარდება სპეციალური ექსპერტიზა და სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი დანერგვა  აქტიურად დაიწყება.

 

შსს-მ კახეთში ჩასარიცხი აპარატების გაქურდვის ფაქტები გახსნა

31f15dce79b9e68d2ecc660641010853.pngშსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ. ხ., 1993 წელს დაბადებული ო. ს. და 1993 წელს დაბადებული ა. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აგვისტოში, წინასწარი შეთანხმებით, თელავისა და გურჯაანის რაიონებში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი დააზიანეს და გაქურდეს.

https://www.facebook.com/miaofgeo/videos/861499757285358/

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული 1 154 ლარი და დანაშაულის ჩადენის იარაღები – ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან ტელეეთერს უბრუნდება

cms-image-000015720-650x250ყოფილი პრემიერ-მინისტრი GDS-ის პროექტში ახალ სატელევიზიო სეზონზე, პირველი სექტემბრიდან გამოჩნდება, გადაცემის თანაწამყვანები კი ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან. გადაცემა სხვადასხვა რეგიონიდან GDS-ის ეთერში კვირაში 2-ჯერ, არჩევნებამდე გავა.ბიძინა ივანიშვილს, გადაცემაში სტუმრის როლი ექნება.

პირველი  ბათუმიდან ხოლო დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება. გადაცემის ხანგრძლივობა საათ-ნახევარია.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

89FCC63B-3A59-4C4B-A363-5BFC2D946D8F_cx0_cy12_cw0_w987_r1_s_r1ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალში იაპონელი ჰიგუჩი რეი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ ყაზახ, აზერბაიჯანელ და ბულგარელ სპორტსმენებს შეხვდა.

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს ეჭიდავა და მეტოქე 4:3 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე ხინჩეგაშვილი ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს შეხვდა, მეტოქე ანგარიშით 8:4 დაამარცხა.

რამდენიმე წუთის წინ საბედნიეროდ, ვლადიმერმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს, მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

მისი დამსახურებით რიოშ საქართველოს ჯიმნი მეორედ აჟღერდა.

ქართულ დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.

საქართველო მედლების რაოდენობით ამ დროისთვის ოლიმპიადაზე 30-ე ადგილს იკავებს.

რა სიახლეები იგეგმება ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით?

14055011_1122158621174440_2345679707388415091_n.jpgგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავირებით, ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებზე ინფორმაცია გააცნო. ცვლილების მიხედვით, 2016-2017 წლების სანადირო სეზონისთვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობის ვადა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე, ნაცვლად 10 ნოემბრისა.

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს და ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ღალღა (Crex crex). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი – 5 ცალით; ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალს დაემატა ჩიბუხელა/გარშნეპი (Lymnocryptes minimus). ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდით, ხოლო მოპოვების დღიური ლიმიტი – 5 ცალით; ტყის ქათმის მოპოვების დღიური ლიმიტი განისაზღვრა 5 ცალით, ნაცვლად სამისა.

მინისტრმა დაინტერესებულ მხარეებს ნადირობის წესებიც შეახსენა: ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ასევე, აკრძალულია მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; აკრძალულია ნადირობა და ცხოველთა მოპოვება თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; ასევე, აკრძალულია სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრესა და ნადირობის განმახორციელებელ პირს (ამ შემთხვევაში პირი, რომელსაც გააჩნია „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) შორის შეთანხმების შემთხვევაში, მესაკუთრის აუცილებელი თანხმობის პირობით.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

სასწრაფოდ!ლარი გამყარდა

kurs_xelovn_.jpgსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 აგვისტოსთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით0.0116 პუნქტით მყარდება და შესაბამისად, დოლარი 2.2814 ლარი ეღირება.

ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც მყარდება 0.0125 პუნქტით და ევრო ხვალ 2.5839 ლარი ეღირება.

აშშ-მ ადამიანის და ცხოველის შეჯვარების უფლება გასცა?

crossbreeding-humans-with-animals-approved-800x445აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ, უკვე ერთი კვირაა რაც დაანონსა ამ ხმაურიანი ექსპერიმენტის
(განხორციელების თანხმობის) დაფინანსების შესახებ. აღნიშნული ექსპერიმენტი გულისხმობს, ადამიანის  ღეროვანი უჯერედიბის გამოყენებას და ცხოველების ემბრიონის ტრანსფორმაციას.

ამ ცდის მეშვეობით, მეცნიერებმა შეიძლება უნებლიედ შექმნან ცხოველები, რომელთაც ექნებათ ნაწილობრივ ადამიანის ტვინი,აზროვნება, ქცევები.

მეცნიერები ვარაუდობენ რომ, ამ ორგანიზმებს ექნებათ- ძლიერი ორგანიზმი და იმუნიტეტი ვირუსების დასაძლევად, ასევე შემდგომში აპირებენ რომ შექმნან ცხოველები, ადამიანის ორგანოებით და შემდეგ ეს ორგნაოები გამოიყენონ ტრანსპლანტაციისათვის.

თარგმნილი და მომზადებულია, ლევან სამადაშვილის მიერ.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, – C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% – გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს.
ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს.
მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის – კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

გონიოში ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს

გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.
საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia-(ი)ს ფოტო.

ცესკოს თავმჯდომარემ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილება, იმ ახალი გარემოების გათვალისწინებით მიიღო, რომლის შესახებაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური განცხადება  15 აგვისტოს გაავრცელა. „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ განკარგულებას, თამარ ჟვანიამ დღეს, 11:00 სთ-ზე მოაწერა ხელი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ცესკოს თავმჯდომარის საინფორმაციო ბრიფინგი:

სიახლე სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებისთვის

1 სექტემბრიდან სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დანამატის მისაღებად აღარ დასჭირდებათ სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადებით მიმართვა. სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს დანამატები ავტომატურად დაენიშნებათ.
დანამატი გავრცელდება შემდეგი დაწესებულებების სამედიცინო პერსონალზე:
✔️მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი), რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებზე:
✔️მაღალმთიან დასახლებებში „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მიმწოდებლები (სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი);
✔️სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი);
✔️მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მფლობელობაში არსებულ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, ექთანი):
✔️შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“
✔️შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“
✔️შპს „მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკა“
✔️შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“

მთავრობის სხდომაზე კიდევ ოთხი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა

16 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ოთხი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, მათ შორის ორი – „აწარმოე  საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ჯამში, ოთხივე საწარმოში 400-მდე ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, 190 ადამიანი დასაქმდება საკვები პროდუქტების საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა – ვაკეს“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა გმირი კურსანტების ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

კომპანია საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 3 755 202 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და ყოველწლიურად, მინიმუმ 1 450 ტონა ძეხვისა და ანალოგიური პროდუქტების, ასევე 10 ტონა მზა და დაკონსერვებული ხორცის გამოშვებას გეგმავს.

“მოგეხსენებათ, ეს არის კომპანია, რომელიც ცნობილია, როგორც „ვაკის სოსისების საწარმო.“ მისი ქონება დაიტბორა 13 ივლისის სტიქიის დროს და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება რელოკაცია, მათთვის ახალი ქონების გადაცემა და პრაქტიკულად, ნულიდან მოხდება  წარმოების აღდგენა“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ასევე საკვები პროდუქტების საწარმო შეიქმნება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“-სთვის ერთ ლარად გადასაცემ სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში მდებარეობს.

კომპანია საწარმოს შესაქმნელად 320 000  ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ქონების გადაცემიდან ორი წლის ვადაში მაკარონის ნაწარმის, პურის, ცომეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ანალოგიური პროდუქტების გამოშვებას გეგმავს აღსანიშნავია, რომ  საწყის ეტაპზე დასაქმდება 30 ადამიანი, ხოლო სრულად ამოქმედებიდან საწარმოში დაახლოებით 160 ადამიანი იმუშავებს.

პროდუქცია გათვლილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ.

გარდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საწარმოების პროექტებისა, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ორი ახალი საწარმო შეიქმნება ასევე თბილისსა და ოზურგეთის რაიონში.

„კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში ამოქმედდება ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია „კაფსულო“11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი საწარმოს აშენების პირობით „კაფსულოს“ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით – 412 000 ლარად გადაეცემა. ახალ საწარმოში დაახლოებით 30 ოცდაათი ადამიანი დასაქმდება“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ასევე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში. ამისთვის კომპანია „რკ ვაშნარის“  სახელმწიფოსგან 25 წლიანი იჯარით გადაეცემა 57 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ჩაის საწარმოში სურსათის ხარისხისა და  უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემა დაინერგება (HACCP).

“მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეღავათიანი საფასურით გადავცემთ მიწას კომპანიებს, რომლებსაც სურთ  ჩაის პლანტაციების აღდგენა-გაშენება. შესაბამისად, ამ პროექტშიც სწორედ პროგრამის მიხედვით  მოხდება ჩაის კულტურის განაშენიანება“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ამბროლაურში აეროპორტის ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იგეგმება

“ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს 16 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

„მთავრობის სხდომაზე დღეს  ჩვენ გამოვიტანეთ პროექტი ნებართვის მოწონების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს და მინდა ყველა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციას მოვუწოდო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის. ორი მიმართულება იქნება გამოტანილი: ერთი გახლავთ ამბროლაური, სადაც 1100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ტერმინალი იქნება ასაშენებელი. ხოლო მეორე მიმართულება არის ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით,  ქუთაისიდან სექტემბრის თვეში უნგრული კომპანია Wizz Air  7 ახალი მიმართულებით დაიწყებს ფრენას. „არსებულ რეისებს დაემატება დორტმუნდი, სალონიკი, მილანი, სოფია, მემინგენი, ბერლინი და ლარნაკა. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ გვაქვს 8 სიხშირე ევროპის მიმართულებით, სექტემბრიდან ჩგვექნება 23 სიხშირე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.