ვინ იყო მამა გიორგი (ბასილაძე)?

მამა გიორგი ბასილაძე (დ. 30 აგვისტო, 1933 — გ. 25 აპრილი, 2013) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი.

1973 წელს აკურთხეს მღვდლად. მსახურობდა ხანმოკლე ვადებით ზესტაფონსა და საჩხერის რაიონებში.გარდაცვალებამდე მსახურობდა მოწამეთაში, დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში.

,,საქართველოს მამა გიორგი” – ასე ეწოდება სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს,რომელიც თანამედროვეობის გამორჩეული მოძღვრის ,არქიმანდრიტ გიორგი ბასილაძის სასულიერო ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია მამა გიორგის სულიერი შვილი გიორგი ახალბედაშვილი.გადაღება დააფინანსეს მისმა მშობლებმა – სიმურ და ელისაბედ ახალბედაშვილებმა.ასევე, ფილმს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,ბატონმა ალექსანდრე შათირიშვილმა.
მიმდინარე წლის 10 ივლისს თბილისის კინოს სახლში გაიმართა ფილმის პრემიერა.

იხილეთ ფილმის პირველი ნაწილი:

იხილეთ ფილმის მეორე ნაწილი:

დატოვეთ კომენტარი