გარგარი-სიცოცხლისთვის აუცილებელი ხილი

image

სრულიადში ცოტა რამ ხილის ამ სახეობის შესახებ…

გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს – შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, C, B, PP და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს, არომატულ და სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მათი ბუნებრივი კომბინაციის წყალობით არის, რომ ამ ხილს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც გააჩნია.
გარგარში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მეტად მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებზე. გარგარის ჩირი შესანიშნავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ნიგოზში, ქიშმიშსა და თაფლში არეული საუცხოოა ანემიის დროს. გარგარის კანი სასარგებლო ნივთიერებებით გაცილებით მდიდარია, ვიდრე რბილობი. განსაკუთრებით მარგებელია, როცა ცოცხალს მივირთმევთ, ოღონდ მანამდე გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. მწიფე ნაყოფი ხავერდოვანი უნდა იყოს, არომატული და მკვრივი. მისი რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც უფრო მეტია კაროტინის შემცველობა, მით უფრო ინტენსიურია შეფერილობა). გარგარი ცუდად ინახება, მალე ფუჭდება, რადგან დღეში თავისი წონის 1%-ს კარგავს და სწრაფად შრება. უმჯობესია, თუ გარგარს მაცივარში კი არ შეინახავთ, არამედ ფართო ზედაპირზე გაშლით. გარგარის ჩირიც ძალიან სასარგებლოა და შესანიშნავად ინახება მთელი წლის განმავლობაში. გარგარის ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, სხვადასხვა ნამცხვრის გულსართს. აღმოსავლურ სამზარეულოში გარგარით კაზმავენ სხვადასხვა კერძს. ძალიან უხდება ინდაურის, იხვის, ცვრის და ღორის ხორცს. ამგვარი შეზავებით უგემრიელესი და პიკანტური კრძები მიიღება

დატოვეთ კომენტარი