როგორ მოვიშოროთ ავი თვალი და როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება

image

ვაგრძელებ ჩემ
მიერ ჩატარებული მაგიურ რიტუალებზე წერას, 14 ნოემბერს პირველად დავწერე ჩემსმიერ ჩატარებული მაგიური რიტუალი. დღეს მოგიყვებით რიტუალის შესახებ, რომელიც შევასრულე შარშან მარტის თვეში.

არ მიყვარს დაბინძურებული ენერგეტიკისმქონე ადამიანებთან კონტაქტი, მათ ყოველთვის უსიამოვნება და გასაჭირი მოაქვთ ჩემთვის, მართალია ვიცი თავის დაცვის რამოდენიმე რიტუალი, მაგრამ დიდი ენერგია და ნებისყოფა ესაჭიროება და სწორედ ამის გამო ვთქვი უარი ამ რიტუალის შესრულებაზე. შარშან იანვრის თვეში, საახალწლო დღესასწაულების მიწურულს ბებიას ვესტუმრე, რომელსაც ჰყავს ერთი მეზობელი, რომელიც ბავშვობიდან არ მომწონს, მუდამ დაბიღმილი და ბოროტი თვალებით დადიის. ბებიასთვის ბევრჯერ დაუბინძურებია ბებიაჩემის ოჯახის ენერგეტიკა, ისე, რომ ბებიას ვერც კი გაუგია, მაგრამ ბებია არაა გარკვეული ამ საკითხში და მხოლოდ ცუდად ყოფნას და ავადმყოფობას გრძნობდა. ეს ქალი არამხოლოდ თავის თავს და ოჯახს აბინძურებს, არამედ სხვებსაც.
მოკლედ, ერთ დღესაც ჩვენთან სტუმრად მოვიდა. თავზე მოგვახვია თავისი გაუთავებელი პრობლემები, გასაჭირი, უბედურება და კიდევ ერთხელ დაგვიბინძურა სახლი. ამ ქალის ნეგატიურ ენერგიას ვერც მე გავუძელი და როგორც იტყვიან “გავითვალე”. ზოგისთვის ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ აბა მე მკითხეთ… მთელი ჩემი ცხოვრება უკან წავიდა, ორი წლის წინ შემდგარი გეგმების განხორციელება ვერ მოვახერხე, სამსახურშიც პრობლემები შემექმნა, სასიყვარულო ურთიერთობებშიც კრახი განვიცადე და ყველაფერმა უკანსვლა დაიწყო. ჩემმა ახლო მეგობარმა მასწავლა ერთი რიტუალ, რომელიც დამეხმარებოდა დაგროვილი ნეგატიური ენერგიის მოშორებაში.

მთვარის დაღმავალ პერიოდში შევარჩიე ერთი დღე და მოვიმარეგე შემდეგი მატერიალები:

(თუ თქვენც ანალოგიურ სიტუაციაში ხართ გამოგადგებათ ეს რიტუალი)

1 ცალი შავი სანთელი,მარილი,წყლით სავსე თეფში თეთრი თეფში,ვარდის ეკლები,კაქტუსი,შავი ნაჭერი და სარკე

ეს რიტუალი შევასრულე ღამის 1 საათზე. შავი ნაჭერი და გადავაფარე პატარა მაგიდას, ავიღე წყლით სავსე თეფში და დავდე მაგიდის შუაში, შემდეგ თეფშში ჩავდე სარკე და ზემოდან დავადე შავი სანთელი და ავანთე. დაახლოებით ნახევარი საათი ვუყურებდი ცეცხლს და ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ იწვებოდა ჩემი დაბინძურებული ენერგეტიკა სანთელთან ერთად, ამის შემდეგ ავიღე მარილი და ჩავყარე წყალში, თან ვთქვი შემდეგი სიტყვები: “ბოროტმა ძალამ დამადო დაღი, კეთილმა მზერამ წაიღოს დარდი” და ჩავწაყე წყალში. შემდეგ ავიღე კაქტუსის ქოთანი და ქოთანში ჩავმახე ვარდის ეკლები შემდეგი სიტყვებით: “დაიმარხე ბოროტ წყევლასთან ერთად, უკან მოუხედავად წადი ჩემი სულიდან” – კაქტუსი დავდგი თეფშის წინ. როდესაც ეს ყველაფერი ზუსტად გავაკეთე, ხელუხლებლად დავტოვე ყველაფერი და გავედი ოთახიდან. დილის 5 საათზე ავდექი და ყველა გამოყენებული მასალა (მათ შორის შავი ნაჭერი და კაქტუსიც) გავიტანე სახლიდან მოშორებით და დავმარხე მიწაში.

იმ დღის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრებიდან წავიდა ყოველგვარი დაძაბულობა და უკანმოტრიალებულმა ბედმა წინსვლა დაიწყო.

ამ რიტუალის გარდა საჭიროა იღბალის მოსაზიდი რიტუალის შესრულებაც. დაღმავალი პერიოდის შემდეგ მოდის ბნელი მთვარე, ბნელი მთვარის შემდეგ ახალი მთვარე, სწორედ ამ პერიოდში შევარჩიე ერთი დღე და შევასრულე ეს რიტუალი. ამისთვის დამჭირდა:

7 ცალი წითელი ვარდის ფურცელი,თეთრი თაბახის ფურცელი,ოქროსფერი საღებავი (თუ ოქროსფერი საღებავი ვერ იშოვეთ ყვითელიც გამოგადგებათ),ნარინჯისფერი ფანქარი,ვერცხლის კოვზი,ხურდა ფული,სარკე,3 ცალი თეთრი სანთელი,ნაკურთხი წყალი.

(რიტუალის დაწყებამდე ოთახს სპეციალურად ვამზადებთ – ვანთებთ ყველა სანათს რაც, კი გაგვაჩნია, სასიამოვნო სურნელის სუნამოს ვასხამთ ავეჯს და თუ შესაძლებლობა გვაქვს ოთახში კატა შეგვყვავს).

დავანთე 3 თეთრი სა§თელი და დავდე ფანჯრებთან შეიძლება ახლოს და დავიწყე თეთრ თაბახის ფურცელზე 5 თევზისხატვა. ჯერ ოქროსფერი საღებავით გამოვკვეთე თევზების ფორმა და შემდეგ დეტალების ხატვა ნარინჯისფერი ფანქრით გავაგრძელე. როდესაც ხატვა დავასრულე ნახატი დავაწებე ფანჯრის მინაზე. შემდეგ მაგიდაზე დავდე ვერცხლის კოვზი და ხურდა, შემდეგ ამ ყველაფერს მოვაყარე ვარდის ფურცლები, ბოლოს დავასხი ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი და ზემოდან დავადე სარკე. ჩავიფიქრე ყოველივე საუკეთესო ოჯახისთვის და დავტრიალდი სამჯერ.

ამ რიტუალის შემდეგ დავწექი დასაძინებლად. მეორე დღეს ყველა გამოყენებული მასალა 1 თვის მანძილზე შევინახე სახლში. 1 თვის შემდეგ წავიღე ეკლესიის ეზოში და იქვე ჩავმარხე.

არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები, ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდა და სრულმა იდილიამ დაისადგურა ჩემს ოჯახში, მატერიალურადაც გამოსწორდა ყველაფერი და სულიერადაც.

სცადეთ თქვენც, წარმატებებს გისურვებთ!!

წყარო-vichoraot.wordpress.com

დატოვეთ კომენტარი